საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენიდან 5 დღის შემდეგ დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ სპეციალისტების რეკომენდაციები მეტწილად სრულდება, რადგან ამ ეტაპზე ტრანსპორტით ბევრი მგზავრი არ სარგებლობს და უსაფრთხოების დაცვაც მარტივია.
თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მგზავრების ნაკადის გაზრდა მოსალოდნელია 8 ივნისის შემდეგ, როდესაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ტრანსპორტში ე.წ. სანიტაიზერების დამონტაჟება, რომლის საშუალებითაც მგზავრები დეზინფექციის ჩატარებას შეძლებენ. რაც შეეხება დარღვევებს, საავტომობილო გზების პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების წესების დარღვევა მიკროავტობუსებში ვლინდება.
მევლუდ მელაძის თქმით, მიუხედავად აკრძალვებისა, ხშირია ფეხზე მდგომი მგზავრები, რის გამოც აუცილებელია მძღოლის დაჯარიმება.