„კოვიდ-19“-ის პანდემიამ მასწავლებლების გამოცდების თარიღიც შეცვალა.
პრაქტიკოს პედაგოგებს ზაფხულის ნაცვლად გამოცდაზე გასვლა შემოდგომისთვის მოუწევთ. შესაბამისად, მასწავლებლებს მომზადებისთვის მეტი დრო ექნებათ. საგამოცდო სისტემის გარდა კორონავირუსის გამო ცვლილებები გარდაუვალი იქნება სასწავლო პროცესშიც. განიხილება სწავლების განახლების რამდენიმე ვარიანტი – მათ შორის შერეული მოდელი, რომელიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ამოქმედდება. თუ ონლაინ-სისტემის აღდგენა საჭირო გახდება, ასეთი ვითარებისთვის მზად უნდა იყვნენ გამომცემლებიც, რისთვისაც მათ დავალებები უკვე მიიღეს.