ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირების წესში დაგეგმილი ცვლილებები ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო.
ცვლილებების პროექტი კომპანიებს წინასწარ გადაეგზავნა გასაცნობად და შეხვედრაზე მათ გამოთქვეს მოსაზრებები დაგეგმილ ცვლილებებზე. სამანიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე გააცნო სიახლე – 1-ლი თებერვლიდან ღვინის ეროვნულ სააგენტოში შემოდის სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა, რაც კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, ღვინის ექსპორტის განსახორციელებლად სერტიფიკატის მისაღებად ელექტრონულად შეავსოს განაცხადი, სააგენტოში მისვლის გარეშე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.