ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა პარიზში

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა პარიზში – VinExpo Paris-ში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენაზე ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და ექსპერტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს 52 ქვეყნის 3 ათასზე მეტმა მწარმოებელმა საკუთარი პროდუქცია გამოფენის ათასობით ვიზიტორს გააცნო. გამოფენის პარალელურად, სადეგუსტაციო სივრცეში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო.