ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა

ღვინის 200-მდე კომპანიის წარმომადგენლები თბილისში არიან. საქართველო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს.

ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მეწარმეები დამთვალიერებელს სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებულ პროდუქციას აცნობენ. მონაწილეებს შორის არიან მცირე საოჯახო მარნების წარმომადგენლებიც. გამოფენა ქართული ღვინის ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა.