ქართული ღვინის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი

ღვინო ერთ-ერთია იმ პროდუქციის ხუთეულში, რომელმაც 2021 წელს ექსპორტის მაჩვენებლები მკვეთრად გაზარდა.

შარშან ქვეყნიდან 107 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. მაჩვენებლები წინა წლებთან შედარებით რამდენჯერმეა გაზრდილი, რასაც ბაზრების დივერსიფიკაციით და ცნობადობის მატებით ხსნიან. ტრადიციული სავაჭრო პარტნიორების გარდა მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია ევროპის ქვეყნებიდან, აშშ-დან, კანადიდან და აზიიდან. მარტო ალკოჰოლური სასმელებიდან მიღებული წლიური შემოსავალი 400 მილიონ დოლარს აღწევს. 2022 წელს მეღვინეები მონაცემების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ელოდებიან.