ენოლოგთა მსოფლიო კონგრესი

საქართველო ევრაზიის ქვეყნების ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლებს. „საქართველო ღვინის სამშობლო“ – ამ სლოგანით ღონისძიება ხვალ ტაბახმელაში აიღებს სტარტს.

კონკურსში 46 ქვეყნის ალკოჰოლური სასმელების ნიმუშებს, 36 ქართველი და უცხოელი დეგუსტატორი დააგემოვნებს. გამარჯვებულს , რომელიც კონკურსის პირობების თანახმად, გრამპრის მფლობელი გახდება, სპეციალურად შექმნილი 4 კომისია გამოავლენს.

კონკურსის მთავარი ორგანიზატორი საქართველოს ენელოგთა კავშირია.  ღონისძიების მიზანი ევრაზიის ქვეყნების, განსაკუთრებით კი, საქართველოს ღვინის პროდუქციის წარმოჩენა და საერთაშორისო ბაზარზე მათი მხარდაჭერაა.

ამ მასშტაბის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარება. ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.