ღვინის ფესტივალი თბილისში

18:28, 08.06.2024

თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024 მიმდინარეობს. გამოფენაში რვა ქვეყნის 200-მდე კომპანია მონაწილეობს. ადგილზე წარმოდგენილია ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ღვინის ტექნოლოგიები, შესაფუთი მასალები და აქსესუარები.

გამოფენის ფარგლებში საკუთარი სტენდები წარადგინეს ოჯახურმა მარნებმა, საშუალო და მსხვილმა საწარმოებმა. ექსპოზიციაზე ასევე მოწყობილია ახალი მცირე მარნების გამოფენაც.

მსგავსი