თურქეთში კორონავირუსული ინფექციის 933 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში. ქვეყანაში სულ 216 ათასი ინფიცირებულია, დაღუპულთა საერთო რიცხვმა კი 5 440-ს მიაღწია.
აზერბაიჯანში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო ერთ დღეში. ქვეყანაში ინფიცირების 26 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. დაღუპულია 334 ადამიანი.„კოვიდ-19“”უკვე 17 ათასზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 17 ივლისის მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19“ უკვე 34 001 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში სომხეთში კორონავირუსულ ინფექციას 13 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში 620 ადამიანი დაიღუპა. კიდევ რვა პაციენტი, რომელთაც კორონავირუსული ინფექცია ჰქონდათ, ბოლო ერთ დღეში სხვა დაავადებით დაიღუპნენ. ასეთი შემთხვევების რიცხვი სომხეთში 197-ს აღწევს.