COVID-19 - ვითარება მსოფლიოში

მეორე ტალღამ პირველზე უფრო მძლავრად დაარტყა ევროპას. რამდენიმე ქვეყანაში დღიური მაჩვენებლები ყოველგვარ საპროგნოზო მაჩვენებელს ასცდა. ყველაზე მძიმე ვითარება საფრანგეთშია, სადაც დღიური სტატისტიკა 30 000-ს აღწევს. ქვეყნის პრეზიდენტი ახლა მინისტრებს ხვდება, დაგეგმილია მისი სატელევიზიო მიმართვაც, რა დროსაც, მაკრონი, სავარაუდოდ, ერთთვიან კარანტინს გამოაცხადებს. საკარატინო რეჟიმის დაწესების მომხრეა გერმანიის კანცლერიც, რომელიც ამ საკითხზე დღეს მოლაპარაკებებს ფედერაციული მხარეების ლიდერებთან მართავს. ევროპის ქვეყნების ნაწილში ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია, რის გამოც, საველე ჰოსპიტლები იხსნება. ყოველდღე სულ უფრო საგანგაშო მონაცემები ფიქსირდება პოლონეთსა და ჩეხეთში. კრიზისული სიტუაციაა რუსეთის რამდენიმე რეგიონშიც.