მცხეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფებიან პაციენტები, რომლებიც ლილოს ბაზრობის კლასტერთან არიან დაკავშირებულები, ასევე არის იმპორტირებული შემთხვევები, მათ შორის რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან. მცხეთის სამედიცინო ცენტრში, კორონავირუსით ინფიცირებული სულ 54 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მცხეთის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირი დაემატა. რამდენიმე პაციენტი კი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. გუშინ კლინიკიდან ორი პაციენტი გაეწერა, დღეს კიდევ რამდენიმე პაციენტის განმეორებითი კვლევის შედეგებს ელოდებიან.