მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს 619 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
აშშ-ში ოთხ მილიონამდე გაიზარდა შემთხვევები და 142 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ორ მილიონს აღემატება ინფიცირებულთა რიცხვი ბრაზილიაში, სადაც ვირუსს უკვე 81 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. მილიონ 200 000 ინფიცირებულით მესამე ადგილზეა ინდოეთი, სადაც კოვიდ-19-ის ეპიდემიას უკვე 30 000-მდე მოქალაქე შეეწირა.