სომხეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, „კოვიდ-19“-ის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. 12 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის სულ 31 969 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 565 ადამიანი. ქვეყანაში, 16 მარტის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.
უკრაინაში კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 53 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 1 383 ადამიანი. რაც შეეხება რუსეთს, გასული 24 სათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ-19 ის 6 615 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში 727 162 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, დაღუპულია 11335 ადამიანი.