ცოფიანი ძაღლის მიერ დაკაწრული ბავშვი ნაპოვნია.
არსებული ინფორმაციით ძაღლთან კონტაქტის შემდეგ ოჯახმა დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. მოზარდი ახლა სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ კახეთის გზატკეცილზე მოხდა. ბავშვის დაკაწვრიდან რამდენიმე დღეში ძაღლი დაიღუპა. ლაბორატორიულმა კვლევამ ცოფის არსებობა დაადასტურა. უცნობი იყო ბავშვის ვინაობა და შესაბამისად ჩაუტარდა თუ არა მას ცოფის საწინააღმდეგო აცრები. სურსათის ეროვნული სააგენტო ოჯახს დროული გამოხმაურებისკენ მოუწოდებდა. ტერიტორიაზე, სადაც ცოფიანი ძაღლი ბინადრობდა, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ძაღლების სავალდებულო ვაქცინაციას და მონიტორინგს ატარებენ.