ცხენისა და ვირის ხორცი საკვებ პროდუქტებში

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერის“ შემოწმებისას, ფარშის შემადგენლობაში ცხენისა და ვირის დნმ-ი გამოავლინა. ობიექტს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, პროდუქციის ამოღება/გამოთხოვა დაევალა, რის აღსრულებაზეც ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს.

ასევე, სააგენტოს ინსპექტორებმა, გადამოწმებისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებით აიღეს. სურსათის ეროვნული სააგენტომ, ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი მოკვლევის მიზნით, შესაბამის უწყებებს აცნობა.