COVID-19 - ვითარება ბოლნისში

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 131 პირის საკვლევ მასალაზე ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. 116 ნიმუში სოფელ მუშევანიდან აიღეს, ხოლო 15 – სოფელ გეტადან, ბოლო დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები. პასუხები, სავარაუდოდ დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. რაც შეეხება ბოლნისის საკარანტინო ზონაში დღეს მიმდინარე სხვა ღონისძიებებს, სოფელ ფარიზში განახლდა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. გზის სავალი ნაწილის დაგება და ასევე სარწყავი სისტემის მოწესრიგება. პროცესს დღეს ბოლნისის მერი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.