„ციცინათელაში“ სეზონი გაიხსნა

„ციცინათელაში“ სეზონი გაიხსნა. პარკში არსებული ატრაქციონები ყველა ასაკის ბავშვზეა გათვლილი. სეზონზე „ციცინათელას“ დაახლოებით 300 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. პარკი სოციალურად დაუცველ პატარებსა და ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს უფასოდ უმასპინძლებს.

სეზონი გაიხსნა შეკვეთილშიც, მინიატურების პარკში, სადაც კულტურულ-არქიტექტურული ძეგლების მინიატურებია წარმოდგენილი. სეზონის გახსნა პარკში კონცერტით აღინიშნა.