აქცია შეკვეთილში

დედაქალაქის პარალელურად აქცია იმართება შეკვეთილშიც.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც პროტესტის მონაწილეები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან იკრიბებიან. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, რამდნეიმე პირმა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართა და შიმშილობას ისევ განაგრძობს. გუშინ კი აქციის მონაწილეთა ნაწილმა დენდროლოგიურ პარკში შესვლა სცადა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით, პარკის შესასვლელთან კარავი გაშალეს და განაცხადეს, რომ დაშლას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. კარავია გაშლილი ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც.