შეკვეთილში „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გრძელდება

შეკვეთილში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მოშიმშილე აქტივისტებმა, მინდია ადაძემ და მარად შავაძემ ფოთის ჰოსპიტალი დატოვეს.

კლინიკის დატოვების შემდეგ ისინი კვლავ შეკვეთილში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას შეუერთდნენ და შიმშილობა გააგრძელეს.

ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ, „ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით შიმშილობის აქცია მე-20 დღეა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.