დენდროლოგიური პარკი

შეკვეთილის ტერიტორიაზე 60 ჰექტარზე გაშენებული დენდროლოგიური პარკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

18 ჰექტარზე განაშენიანებულია გიგანტური ხეები, რომლებიც საქართველოს ენდემურ სახეობებადაა ცნობილი. დანარჩენ 42 ჰექტარზე კი, საზღვარგარეთიდან იმპორტირებული უნიკალური სახეობის ათასობით ხეა გაშენებული. დენდროლოგიურ პარკში იშვიათი ფრინველები ცხოვრობენ. ამ ადგილს სამეცნიერო-საგანმანათლებლო მნიშვნელობაც აქვს და ექსპერტთა აზრით, საინტერესოა სამეცნიერო სამუშაოებისათვის.

დენდროლოგიური პარკის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. ვიზიტორებს მისი დათვალიერება ივლისიდან, უფასოდ შეეძლებათ.