შეკვეთილში მშენებლობიდან ორი ადამიანი გადმოვარდა

შეკვეთილში, კაპროვანის მონაკვეთზე სასტუმროს მშენებლობიდან ორი ადამიანი გადმოვარდა. ისინი მშენებლობაზე დასაქმებული პირები იყვნენ. ერთი მათგანი, 60-წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი სტაციონარში აგრძელებს მკურნალობას.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.