პროტესტის მე-13 დღე შეკვეთილში

უკვე მე-13 დღეა, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ შიმშილობის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. გუშინ აქციაზე ინციდენტიც მოხდა. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი სცენაზე ავიდა და აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა. აქციაზე ერთ-ერთ მოშიმშილეს ხათუნა ბერიძეს, ექიმების დახმარება კიდევ ერთხელ დასჭირდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. გუშინ, შეკვეთილში, აქციის მონაწილეებმა დენდროლოგიური პარკისკენ მსვლელობაც მოაწყვეს. აქციის დასასრულს კი შეკრებილებმა სანაპიროს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის სახლის შესასვლელთან სიმბოლურად ფრანები გაუშვეს.

ორგანიზატორების განცხადებით, აქციები გაგრძელდება, სანამ შს მინისტრი არ გადაგება. მათივე თქმით, გაგრძელდება შიმშილობის აქციაც.