რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა“. კანდიდატი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ილია ლობჟანიძეა. წარდგენას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარის განმარტებით, ილია ლობჟანიძე კარგად იცნობს რუსთავის პრობლემებს და აქვს ხედვა, როგორ მოახდინოს რუსთავის ტრანსფორმაცია, გახადოს ქალაქი ახალგაზრდობის მიზიდულობის ცენტრად.