„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ მაჟოროტარობის კანდიდატი

პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო გულუა წარადგინა. როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში, პარტიის გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა, ნინო გულუა გამორჩეული კანდიდატია, რომელიც საკუთარი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით საქართველოს პარლამენტში ღირსეულად წარადგენს ოლქის მოსახლეობის ინტერესებს.