„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ განცხადება

„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ლიდერებმა პროკურატურიდან მიღებული საპასუხო წერილი გაასაჯაროეს. საუბარია წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების სტატისტიკაზე. ლევან გოგიჩაიშვილის და გედევან ფოფხაძის თქმით, პროკურატურაში 10 ათასი საჩივარია შესული, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობაა დაკმაყოფილებული.