„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ საარჩევნო კამპანია

დღეს ოზურგეთში პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო შეწირული-გობრონიძე წარადგინა. პრეზენტაციას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. ნინო შეწირული-გობრონიძე პარტიის პირველი ქალი კანდიდატია, რომელიც მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, დეპუტატობის კანდიდატი აგრარულ მეცნიერებათა დოქტორია და სოფლის მეურნეობისა და კვების უსაფრთხოების საკითხებში 12-წლიანი გამოცდილება აქვს. გურიაში პარტიის მთავარი გეგმა სწორედ სოფლის მეურნეობის გაძლიერება და განვითარებაა.