მარიამ ჯაშის განცხადება

დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებს პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ გენერალური მდივანი ეხმაურება. მარიამ ჯაშის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკითხს ვიწროპოლიტიკური მიზნებისათვის, წინასაარჩევნოდ იყენებს. მისივე ინფორმაციით, ბოლო შვიდ თვეში, დავით გარეჯის საკითხზე მისმა ფრაქციამ ორჯერ მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. ჯაშის აზრით, შექმნილმა ვითარებამ კიდევ უფრო დაძაბა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური გარემო და შესაძლოა, დააზიანოს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები, ამიტომ მას მიაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე უნდა შეჩერდეს საგამოძიებო მოქმედებები და მოიძებნოს სამართლებრივი ფორმა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ექსპერტები პროცესის დასრულებამდე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.