„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა

პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.  საპარლამენტო არჩევნებში, პარტიის სახელით, ქუთაისში თორნიკე მარჯანიშვილი იბრძოლებს. საჩხერე, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, ნინო ბრეგვაძე; ტყიბული, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში  – დავით შალამბერიძე; სამტრედია, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში ალექსანდრე ჩიქოვანი დასახელდა.