„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ საარჩევნო კამპანია

„ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ თავმჯდომარემ, ბექა ნაცვლიშვილმა, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ალექსანდრე რიჟამაძესთან ერთად, პარტიის სამგორის ოფისის გახსნა. პარტიის წევრებმა მოსახლეობას მათი სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა წარუდგინეს. ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ქვეყნის განვითარებისთვის ძირეული ცვლილებებია საჭირო, მუდმივად ერთი და იგივე ადამიანები ცდილობენ იყვნენ პოლიტიკაში, ეს ჩაკეტილი წრე უნდა დასრულდეს და პოლიტიკაში ახალგაზრდები აქტიურად უნდა ჩაერთონ.