ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა, რის შედეგადაც ქვედა კიდურები დაუზიანდა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ჯერ ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანა, მოგვიანებით კი პაციენტი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების შეფასებით, ახალგაზრდა მამაკაცს ორივე ქვედა კიდურზე მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმე 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.