“ჩიხურა“ საქართველოს თასის ახალი მფლობელია

“ჩიხურა“ საქართველოს თასის ახალი მფლობელია. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული დაძაბულ ბრძოლაში გამოვლინდა. შეხვედრის როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

პენალტების სერია საბოლოოდ საჩხერის “ჩიხურას” გამარჯვებით 4:3 დასრულდა. საჩხერის “ჩიხურამ” საქართველოს თასთან ერთად ევროპის ლიგის საგზურიც მოიპოვა.