21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში

სწორედ „გვირილობის“ დღესასწაულის აღსანიშნავად უეფას 21 წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის თასი ქუთაისში ჩაიტანეს.

ქუთაისი ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქია. ჩემპიონატის ელჩებმა თასი სპეციალური მანქანით ქალაქის ქუჩებში მოატარეს და გულშემატკივარს წარუდგინეს.

21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს. თამაშები თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ჩატარდება.