„დინამო ბათუმის“ მფლობელი არჩილ ბერიძე გუნდის დატოვებას არ აპირებს

„დინამო ბათუმის“ მფლობელი არჩილ ბერიძე გუნდის დატოვებას არ აპირებს და გუნდთან ერთად დაგეგმილი პროექტების განხორციელებას გააგრძელებს. არჩილ ბერიძეს პრეტენზია აქვს „ჩიხურასა“ და „დინამოს“ შორის გამართული მატჩის მსაჯთან, გოგა კიკაჩეიშვილთან. ის მსაჯს გამიზნულ ქმედებაში ადანაშაულებს.

ბერიძე არ აკონკრეტებს ცალკეულ გუნდებს, თუმცა აცხადებს, რომ მსაჯის მიკერძოებული ქმედება განპირობებული იყო არა ფედერაციის, არამედ კონკურენტი გუნდების ინტერესით. „დინამო ბათუმის“ მფლობელი მსაჯის დისკვალიფიკაციას ითხოვს.

საჩხერის „ჩიხურასა“ და „დინამო ბათუმს“ შორის ეროვნული ლიგის 33-ე ტურის შეხვედრა „ჩიხურას“ სასარგებლოდ, 2-0 დასრულდა. „დინამო ბათუმის“ გულშემატკივრები რამდენიმე საეჭვო ეპიზოდსა და მსაჯის არაობიექტურობაზე საუბრობენ. გუნდმა რეაგირებისთვის მსაჯთა კოლეგიას უკვე მიმართა.