„დინამო“ და „ჩიხურა“ ევროსარბიელზე ასპარეზობას განაგრძობენ

„დინამო“ და „ჩიხურა“ ევროსარბიელზე ასპარეზობას განაგრძობენ. დღეს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ქართული კლუბი იასპარეზებს.

თბილისის „დინამო“ თავის პირველ მატჩს აზერბაიჯანში, ადგილობრივ „გაბალას“ წინააღმდეგ გამართავს, ხოლო საჩხერის „ჩიხურა“ თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ შოტლანდიურ „აბერდინს“ დაუპირისპირდება.

იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ პრესკონფერენციაზე შოტლანდიურ კლუბზე და საკუთარი გუნდის შანსებზე ისაუბრა.

ორივე მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. 19:00 საათზე „გაბალა“-„დინამოს“, ხოლო 20:45 წუთიდან „ჩიხურა“-„აბერდინის“ მატჩს იხილავთ.