მედიატურნირი 2018

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კალათბურთში „მედიატურნირი 2018“ გაიმართა. თასი წელს მეოთხედ გათამაშდა. მთავარი პრიზისთვის ექვსი მედიასაშუალება იბრძოდა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდიც იყო.

მართალია, პირველობა ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ გუნდმა მეტოქეებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

გამარჯვებულები მედლებით, საჩუქრებითა და გარდამავალი თასით დააჯილდოეს.