დღეს „ჩიხურა“ „ფოლა ეშს“ დაუპირისპირდება

დღეს, თბილისის „დინამო არენაზე“, საჩხერის „ჩიხურა“ ევროპის ლიგაზე თავის მე-20 შეხვედრას გამართავს. სოსო ფრუიძის გუნდი ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ლუქსემბურგის „ფოლა ეშს“ დაუპირისპირდება, რომელსაც გასვლაზე 2:1 სძლია.

გუნდებმა მატჩის წინა ვარჯიშები „დინამო არენაზე“ გამართეს.

ჩიხურასა“ და „ფოლა ეშის“ მატჩი „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.