ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები

დღეს სამი ქართული საფეხბურთო კლუბი – თბილისის „დინამო“, ქუთაისის „ტორპედო“ და საჩხერის „ჩიხურა“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრებს გამართავენ.

თბილისის „დინამო“ ანდორის „ენგორდანს“ უმასპინძლებს.  ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახეთში „ორდაბასის“ წინააღმდეგ ითამაშებს. საჩხერის „ჩიხურა“ კი ლუქსემბურგში „ფოლა ეშს“ შეხვდება.

გულშემატკივარი ევროპულ საკლუბო ტურნირზე ქართული გუნდების – „დინამოსა“ და „ტორპედოს“ მატჩებს პირდაპირ ეთერში პირველ არხი შემოგთავაზებთ. „ტორპედო“-„ორდაბასის“ დაპირისპირება 18 საათზე დაიწყება.  თბილისის „დინამოსა“ და „ენგორდანის“ შეხვედრა კი 21 საათზე გაიმართება.