თბილისის ერთ-ერთი მთავარი გამზირი ნაწილობრივ დაიკეტება. ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.
პირველ ეტაპზე შეზღუდვები გამზირის მხოლოდ ერთ ნაწილში დაწესდება. ეს არის მონაკვეთი ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე. პროექტი მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლას, საფეხმავლო ბილიკების მოწყობას და მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებას გულისხმობს.
გეგმის მიხედვით, სამ ნაწილად დაყოფილი სამუშაოები ექვს თვეში უნდა დასრულდეს. ახლა ყველაზე მთავარი კითხვაა, გამოიწვევს თუ არა სარეაბილიტაციო პროექტი ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ გამზირზე საცობებს და იქნება თუ არა დაცული სამუშაოების დასრულების ვადები.
სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან ასაცილებლად მერიამ რამდენიმე პრევენციული ზომა მიიღო. ჭავჭავაძის გამზირის პარალელურ ქუჩებზე მოძრაობის წესები და ტრანსპორტის გადაადგილების სქემა იცვლება.