ტატუნაშვილის გადმოსვენება იყო განხილვის მთავარი თემა ერგნეთში, თუმცა დღევანდელი შეხვედრა ჩაიშალა. ოფიციალურმა თბილისმა ოთხსაათიანი უშედეგო საუბრის შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 34 წლის მამაკაცის ცხედრის გადმოცემამდე და ორი მოქალაქის გათავისუფლებამდე ცენტრალური ხელისუფლება ერგნეთის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
22 თებერვალს ახალგორში ტატუნაშვილის და კიდევ ორი პირის დაკავების საქმეზე არაღიარებული რეჟიმი დღეს ახალ განცხადებას ავრცელებს და არჩილ ტატუნაშვილს ე.წ. სამართალდამცავებზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლის საქმე კვლავ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.