ჭარბი მედიკამენტების გამოწერის პრაქტიკა

კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, ჭარბი წამლების გამოწერის პრობლემა ისევ არსებობს.

ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ერთ პაციენტს საშუალოდ ოთხ მედიკამენტს უწერენ, რაც დამაკმაყოფილებელ მაჩვენებლად არ მიიჩნევა. ზედმეტი პრეპარატების დანიშვნის პრაქტიკის აღმოსაფხვრელად ექიმები ელექტრონული რეცეპტების შემოღებას საკმარისად არ მიიჩნევენ და პაციენტთა ელექტრონული ბაზის შექმნას ითხოვენ.