„ცენტრ პოინტისა“ და „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებულთა განცხადება
„ცენტრ პოინტისა“ და „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებულთა ნაწილი აცხადებს, რომ აუცილებელია პროცესი ზუსტი გრაფიკით წარიმართოს. მოქალაქეები დაუსრულებელი მშენებლობების საკითხზე მერიის გადაწყვეტილოებას გამოეხმაურნენ. დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლების თქმით, შექმნილმა კომისიამ ყველა პრობლემა მაქსიმალურად დეტალურად შეისწავლა და ყველა მხარის ინტერესები გაითვალისწინა. კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეებისთვის ბინების მშენებლობის დასრულების შესახებ, თბილისის მერიასა და საინვესტიციო და სარემონტო ობიექტების შემსრულებელ კომპანიებს შორის მემორანდუმი 15 სექტემბერს გაფორმდა.