ბუტა რობაქიძის საქმეზე ექსპერტის გამოკითხვა ვერ მოხერხდა, სხდომა 15 ივნისისთვის გადაიდო

ბუტა რობაქიძის საქმის სასამართლო პროცესზე დრეს ექსპერტის გამოკითხვა ვერ მოხერხდა. სხდომა 15 ივნისს 11:00 საათისთვის გადაიდო. ამის მიზეზი ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის თვითაცილება გახდა, რომელმაც თქვა, რომ ფირცხალავა მას ჰონორარს არ უხდიდა.

ფირცხალავას განცხადებით, შემდეგი სხდომისთვის მის ინტერესებს ახალი ადვოკატი დაიცავს. შემდეგ სხდომაზე უნდა დაიკითხოს ექსპერტი, რომელიც პროკურატურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაში  მონაწილეობდა.

ექსპერტიზა ჩაუტარდა 2004 წელს გადაღებულ ვიდეომასალას, რომელზეც სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ მასალაში ფიქსირდება წყვეტა.