მკვლელობის ფაქტი თბილისში - საგამოძიებო მოქმედებები

26 წლის ანასტასია შატალოვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ამ დრომდე არ ჰყავს საგამოძიებო უწყებას. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედები. რაც შეეხება დაკავებულ ორ პირს, მათ ბრალს დღეს წარუდგენენ. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ ერთს გამოძიება ნარკოდანაშაულს, ხოლო მეორეს – დანაშაულის დაფარვას ედავება. აღნიშნული დაკავებების დროს, გუშინ პოლიციამ კიდევ ერთი პირი აიყვანა, რომელიც მათ წინააღმდეგობას უწევდა. შეგახსენებთ, ანასტასია შატალოვას საცხოვრებელ სახლთან რამდენიმე ტყვია ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა.