ადვოკატის დაჭრის საქმე

ადვოკატს სავარაუდოდ, მისივე დაცვის ქვეშ მყოფმა სცემა და ცივი იარაღით დაჭრა.

გიორგი ბარდაველიძეს მანქანაში ორი ადამიანი დაესხა თავს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც ცნობილია, ორივე მათგანს სამართალდამცველები თაღლითობას ედავებოდნენ. ორიდან ერთ-ერთი კი სასამართლომ ჯარიმით გაათავისუფლა, რაც მისი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

ადვოკატთა ასოციაციაში მომხდარზე საგანგებო ბრიფინგი გამართეს. ასოციაცია საქმის დროულად გამოძიებას მოითხოვს. პირი რომელმაც ადვოკატი სახის არეში დაჭრა, დაკავებულია. მისი აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.