ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს პატრულის თანამშრომელი დაკითხეს - რაზე ისაუბრა მოწმემ
ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე დღეს პატრულის თანამშრომელი დაკითხეს. ეს ის მოწმეა, რომელიც 2004 წლის 24 ნოემბრის გამთენიისას, ერთ-ერთი პირველი მივიდა წერეთლის გამზირზე, სადაც ბუტა რობაქიძე იქნა მოკლული.
მოწმის ჩვენებას ბრალდებულების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მარიამ ქურდიანი გვერთვება პირდაპირ ეთერში – რაზე ისაუბრა მოწმემ პროცესზე?