მსჯავრდებული თანაგუნდელების სოლიდარობა სააკაშვილს 

მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს მისივე ხელისუფლების მაღალჩინოსნები სოლიდარობას უცხადებენ.

რეზონანსულ საქმეებზე მსჯავრდებული ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები თავადაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. შიმშილობენ ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე და რომან შამათავა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს – ფირცხალავას და ცააძეს გამამტყუნებელი განაჩენები 2006 წელს ჩატარებული და კორტების სახელით ცნობილი სპეცოპერაციის გახმაურებულ საქმეზე აქვთ გამოტანილი, კუდ-ის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, რომან შამათავა კი დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ დამნაშავედ სცნო. გამოძიების მასალების მიხედვით, ორივე მათგანი 2008 წელს ზღვაში გაიყვანეს, იარაღით ჯერ მოკლეს და წყალში გადაყარეს. მათი ცხედრები ნაპოვნი არ არის.