ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე საქართველოშია.
სამშობლოში დაბრუნებული პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი აეროპორტშივე დააკავეს. კრიმინალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზაზა ბაქრაძე, რომელმაც 13-წლიანი დუმილის შემდეგ რობაქიძის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბება დაადასტურა, დღეს თბილისში კიევიდან ჩამოფრინდა.
ქვეყნიდან 2013 წელს წასულ ბაქრაძეს რეზონანსულ საქმეზე ბრალი დაუსწრებლად ჰქონდა წაყენებული. დღეს კი ყოფილი მაღალჩინოსანი მზადაა, გამოძიებას ჩვენება მისცეს და სასამართლოს წინაშე თქვას ის, რაზეც პირველად ორი კვირის წინ მედიასაშუალებებთან ისაუბრა.
ზაზა ბაქრაძე აღიარებს, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს რობაქიძეს და მის მეგობრებს იარაღი ჩაუდეს.