გურამ დონაძის განცხადება

ბუტა რობაქიძის საქმეზე ხვალ გამამართლებენ განაჩენს ელოდება გურამ დონაძე. ამის შესახებ დონაძემ ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. მისი თქმით, არ არსებობს მოწმე, რომელმაც სასამართლოზე განაცხადა, რომ გურამ დონაძის რაიმე მითითება ან რაიმე ბრძანება შეასრულა 2004 წლის 24 ნოემბერს შემთხვევის ადგილზე.

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს ხვალ 12:00 საათზე გამოაცხადებს.

ხუთი ბრალდებულიდან ბრალს მხოლოდ ერთი, ზაზა ბაქრაძე აღიარებს. ის ამბობს, რომ წლების წინ სამართალდამცველებმა მტკიცებულებები გააყალბეს.

გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობენ. ყველა მათგანს ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება.

დატოვე კომენტარი