ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მისმა ყოფილმა თანამოაზრემ კიდევ ერთი ჩვენება მისცა.
„რუსთავი 2“-ის საქმის შემდეგ მიხეილ ქარელმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამჯერად ბუტა რობაქიძის საქმეზე ამხილა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკითხვის დროს შიდა ქართლის ექს-გუბერნატორმა თქვა, რომ 2004 წელს ჩატარებული სპეც-ოპერაციის საქმეზე მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მტკიცებულებების გაყალბების ბრძანება გასცა. რეზონანსულ საქმეში მსგავსი შინაარსის სხვა ჩვენებებიც დევს.