ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, ახალი ბრალდებულის, დიდუბე ჩუღურეთის ყოფილი პროკურორის, ირაკლი წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით, პროკურატურა საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში  მიმართავს.

გამოძიება ბრალდებულისთვის, სავარაუდოდ პატიმრობას მოითხოვს.  წერეთელს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

წერეთელი ჯერ დაკავებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს.